სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც სასულიერო პირი ხსნის თუ რატომ ჩაიძირა ცნობილი გემი “ტიტანიკი”
ვიდეოს ფეისბუკზე “რუის ურბნისი” ავრცელებს.
“ტიტანიკის ჩაძირვის თეოლოგიური ახსნა, უმაღლეს დონეზე.
კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის ყოფილი უფროსი, საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსის მოადგილე, შიოლაშვილის სასულიერო დასის, თეოლოგიური აზრის გიგანტი, დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე აცხადებს: ტიტანიკი ღმერთის გიგანტურმა თითმა ჩაძირაო, როცა გემი პორტში იდგაო, გამგზავრებამდე გემთან მივიდა ერთი მოხუცი ქალბატონიო, რომელმაც მეზღვაურს ჰკითხაო, მართალიაო, რომ ამბობენო – ტიტანიკი ჩაუძირავი გემიაო, მეზღვაურმა უპასუხაო საშინელი სიტყვებიო – მართალიაო, თვით მამა-ზეციერიც ვერ ჩაძირავს ტიტანიკსო.
თურმე ერთი მეზღვაურის ამ სიტყვებზე განრისხებულ ღმერთს, თავისი გიგანტური თითის დარტყმით, ტიტანიკი და მასში მყოფი ათასობით ადამიანი, ამიტომაც ჩაუძირავს, შუაგულ ოკეანეში".