სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: 5 პილოტი ეგრევე დაიმტვრა - ფორმულა 1 ცუდად დაიწყო

    VIDEO: 5 პილოტი ეგრევე დაიმტვრა - ფორმულა 1 ცუდად დაიწყო
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ სილვერსტოუნის ტრასაზე დიდი ბრიტანეთის გრან პრიმ სტარტი აიღო. სამწუხაროდ ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტი გახლდათ. პირველივე წრეზე რბოლის დირექციას წითელი დროშების ჩვენება მოუწია.

    პირველივე მოსახვევში ძალიან საშინელი ავარია მოხდა. "ალფა რომეოს" პილოტს, გუანიუ ჟოუს "მერსედესის" პილოტი ჯორჯ რასელი დაეჯახა, ჩინელი პილოტის მანქანა ამოტრიალდა და ბარიერს საკმაოდ მძიმედ შეასკდა. ჩინელი პილოტი საკაცით გაიყვანეს, საბედნიეროდ, ის კარგად არის და მის ჯამრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

    რბოლას ასევე ჯორჯ რასელი და იუკი ცუნოდაც გამოეთიშნენ, წინა მარჯვენა საბურავზე მძიმე დაზიანება მიიღო ესტებან ოკონმაც და შესაძლოა რბოლა მანაც ვერ განაგრძოს.

    რბოლა 1 საათით გვიან, 19:00-ზე განახლდა. 17 პილოტი ისევ დაბრუნდა ტრასაზე.

    იხილეთ ავარიის ვიდეო: