სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის 18 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ქალს თვითმფრინავში გაჩერებული გული აუმუშავა და სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქა

    ვინ არის 18 წლის ქართველი ბიჭი, რომელმაც ქალს თვითმფრინავში გაჩერებული გული აუმუშავა და სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    25 დეკემბერს, თბილისიდან ბელარუსიისკენ საჰაერო მგზავრობა 2 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ერთ თვითმფრინავში მოხვდნენ ქალი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა და რუსთაველი 18 წლის ბიჭი, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იხსნა. “ბორტის გმირი” – ასე შეარქვეს მგზავრებმა ბუბა ჯიმშიაშვილს. მან თვითმფრინავში შუახნის ქალს გაჩერებული გული აუმუშავა.

    დაშვებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როცა ბორტ-გამცილებელმა რუსულ ენაზე იკითხა, “აქ ვინმეს ხომ არ შეუძლია ადამიანს პირველადი დახმარება გაუწიოს?” – ასეთი სწორედ ბუბა აღმოჩნდა.
    “უკანა რიგებში ვიჯექი მარტო, მშვიდი მგზავრობა იყო. რუსულად მესმის ხმა, ვისაც გაქვთ პრაქტიკა ან ვისაც შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, წინ გამოიწიეთო.

    მეც წამოვდექი, მაინტერესებდა სიტუაცია, რა ხდებოდა. პრაქტიკებს გავდიოდი კლინიკა “რუსთავში” და შეხება მქონდა მედიცინასთან. მივედი ადგილზე და ასეთი სიტუაცია დამხვდა, ქალს ჰქონდა პირღებინება და შემდეგ გული წაუვიდა. ეგრევე ძირს დავაწვინე, წნევა გავუსინჯე, პულსი არ იყო. დავიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი”, – უყვება ბუბა “ინფო რუსთავს”.