სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს 2023 წელი განსაკუთრებულ იღბალს?

    რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს 2023 წელი განსაკუთრებულ იღბალს?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა 2023 წლის 3 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი დაასახელა.

    როგორც ცაგარეკი ამბობს, კურდღლის წელი განსაკუთრებულ იღბალს სამ ზოდიაქოს ნიშანს მოუტანს.

    "ვერძი 2023 წლის მთავარი ფავორიტია, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. აქტიური, უშიშარი, ენერგიული, მებრძოლის სულისკვეთების მატარებელი. იქნება გადასარევი ლიდერი, ორგანიზატორი. შექმნის თავის ორგანიზაციას, ბიზნესს, შესაძლებლობა ექნება, ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ნიშანი, იქნება ფრიად წარმატებული.

    კურო მეორე ფავორიტია, მას წლის პირველ ნახევარში უნდა ახსოვდეს, რომ ენას კბილი დააჭიროს, არ უნდა გათქვას გეგმები. ძალიან კარგი პერიოდია ტურიზმისთვის. მაისიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერიოდი ექნება კუროს. ყველაფერი გამოსდის, ყველა პრობლემას წყვეტს.

    თხის რქა კი - მესამე ფავორიტია, მაისიდან იგრძნობს ძალიან წარმატებულ შესაძლებლობებს. წელს აქვს საშუალება გააუმჯობესოს ურთიერთობები მშობლებთან ნათესავებთან, ახლობლებთან და მათი თანადგომა წარმატების შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის. წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევს მოგებების, კონკურსებში მონაწილეობის კუთხით. უდავოდ კარგი წელიწადია", - თქვა მიხეილ ცაგარელმა.