სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

    ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისში: დავით აღმაშენებლის ხეივანში, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, თიანეთის გზატკეცილზე.

    "14:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, ჟინვალი, ბანცური და მიმდებარე სოფლებში. 14:25-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - წერს "ენერგო-პრო ჯორჯია" სოციალურ ქსელში.