სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოსწავლეს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს

    მოსწავლეს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მოსწავლეს, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი სკოლის კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია,ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე აქვეყნებს.

    “იმ ბათუმელ ბიჭს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ” – წერს გიორგი კეკელიძე.

    შეგახსნებთ, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში დერეფანში გაკრული რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშა ამავე სკოლის მოსწავლემ, ლუკა ნაცვლიშვილმა ჩამოხსნა. ფაქტის შემდეგ ის იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა.