სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ დაიკითხა - სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.

    "ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან „კრასავჩიკი“ მეტროსექსუალი როგორ დადექით. მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ", - მიმართა ნადირაძემ ხაჭაპურიძეს.

    მოგვიანებით, ნადირაძის აღნიშნულ კომენტარზე საკუთარი მოსაზრება ხაჭაპურიძემაც დააფიქსირა:

    ნინო ნადირაძის რაღაც „ბჟუტური“, რომელიც მე მოვისმინე, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ ნადირაძის დაკითხვის შემდეგ და აღნიშნა, რომ ვივა მედის დირექტორმა თავადაც დაადასტურა, რომ ამ საკითხებში არაკომპეტენტურია.