სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი", - ნადირაძის სკანდალური განცხადება

    "დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი", - ნადირაძის სკანდალური განცხადება
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ცოტა ხნის წინ დაიკითხა - სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობენ.

    ნადირაძემ დაკითხვისას განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი და მისი ოჯახი კლინიკის ექიმებს მუდმივ რეჟიმში ემუქრებიან, - მუქარის და ცილისწამების მიუხედავად, კლინიკისთვის მთავარი პაციენტის ჯანმრთელობაა.

    "მე აბსოლუტურად მესმის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩემთვის არ უთქვამს შენ დაგიჭერო, მაგრამ ქალბატონი თამარ დავარაშვილი და ის ექიმები, რომლებიც იქ იყვნენ, ყველა ციხეში წახვალთ აბსოლუტურადო.

    ჩემ­ზე რა ზეწოლაც იყო, ეს ცალკე საკითხია - ყველაზე სამარცხვინო რაც დამაბრალეს ეს იყო, რომ თითქოს 19 წლის ასაკში ვიყავი მამათლის საყვარელი და მერე გავიცანი გუგა.

    ეს გამოცემებშიც დაიბეჭდა. ამის გამო ავუვარდი ადვოკატ დიტო საძაგლიშვილს. დიტომ უარყო, რა ვქნა ჩვენს მომხრეებს მე ვერ გავაკონტროლებთო. მე ვუპასუხე - თქვენ თუ ვერ აკონტროლებთ, ამიხსენით, მე ამ პირობებში როგორ ვიმუშაო და როგორ უნდა დავბრუნდე ოჯახში და ჩემს მეუღლეს და მამამთილს როგორ ჩავხედო თვალებში?
    ", - განაცხადა ნადირაძემ.