სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საერთოდ ვინ მისცა ამ პიროვნებას ამხელა სადავეები, რომ ასე გაწვრთნილი მაიმუნავით მართოს ქვეყანა" - თამარ ივერი

    "საერთოდ ვინ მისცა ამ პიროვნებას ამხელა სადავეები, რომ ასე გაწვრთნილი მაიმუნავით მართოს ქვეყანა" - თამარ ივერი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოპერის მომღერალი – თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პროექტ „ვოისის“ გამარჯვებულის – ირუ ხეჩანოვის შესახებ წერს:

    მისი თქმით, ირუს ტანისამოსი თვეების წინ შეუკერეს და პროექტი ჩაწყობით მოიგო.

    „საქართველო თურმე ასეთი რქებიანი ეშმაკის იმიჯით და სატანისტური ორგიის კლიპით უნდა წარადგინოს ამ გოგომ ევროვიზიაზე….და ეს ყველაფერი იმიტომ რომ ბატონ გიგა კუხიანიძეს ასე უნდოდა.

    კოსტიუმებიც თვეების წინ შეიკერა,სიმღერაც თვეებით ადრე დაიწერა. ანუ… ყველაფერი საევროვიზიოდ თვეებით ადრე ამ გოგოზე შეიქმნა და რაღა საჭირო იყო ეს ფარსი, რასაც „ვოისი“ დაარქვეს და აპამპულეს უნიჭიერესი ბავშვები, ვერ ვხვდები?

    და საინტერესოა, საერთოდ ვინ მისცა ამ პიროვნებას ამხელა სადავეები, რომ ასე ბეჭზე შემომხტარი გაწვრთნილი მაიმუნივით მართოს ქვეყნის „საზ.მაუწყებელი“, საინტერესოა“, – წერს მომღერალი.