სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მარიუპოლში ქოლერის აფეთქების რისკები დიდია

    მარიუპოლში ქოლერის აფეთქების რისკები დიდია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის მიერ ფაქტობრივად მიწასთან გასწორებულ მარიუპოლში შესაძლოა ქოლერას ეპიდემიამ იფეთქოს.

    გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით BBC წერს, რომ ქალაქი ინფრასტრუქტურულად თითქმის განადგურდა. სასმელი წყლის ხარისხი უკვე ძალიან დაბალია, რადგან ჩამდინარე წყლებთან არის შერეული. მარიუპოლის ქუჩებში ყველგან ცხედრები ყრია, რაც ასევე ანტისანიტარიას უწყობს ხელს.

    მარიუპოლის უკრაინელი მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში უკვე გამოვლინდა ქოლერა, დიზენტერია და სხვა ინფექციური დაავადებები, ხოლო უფრო მასშტაბური აფეთქებების თავიდან ასაცილებლად მარიუპოლი ჩაიკეტა. ხოლო რუსეთის მიერ დანიშნული მერი აცხადებს, რომ ტესტები ყოველდღიურად ტარდება და ქოლერის შემთხვევები მარიუპოლში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.