სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • აშშ უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

    აშშ უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პენტაგონის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 2 მილიარდ დოლარზე მეტ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

    ახალ პაკეტში შედის 250 ჯაველინი, საარტილერიო საბრძოლო მასალა, ნაღმმტყორცნელები, 190 მძიმე ტყვიამფრქვევი საბრძოლო მასალით. ასევე, სიაში შედის ორი საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა HAWK, 4 საჰაერო სადაზვერვო რადარი, 20 კონტრბატარეის რადარი, საზენიტო იარაღი და საბრძოლო მასალა.

    შეგახსნებეთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას 29 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.