სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: მამაკაცი საკუთარ შვილს ახრჩობდა - ბავშვი გამვლელებმა იხსნეს

    VIDEO: მამაკაცი საკუთარ შვილს ახრჩობდა - ბავშვი გამვლელებმა იხსნეს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სრულიად გაურკვეველი მიზეზით 35 წლის მამაკაცმა საკუთარი შვილის დახრჩობა სცადა. ფაქტი ომონიაზე მოხდა და ყვრლაფერი კამერებმა დააფიქსირეს.

    ერთ-ერთი რუმინული ოჯახი ომონიაზე იმყოფებოდა. კადრში გარკვევით ცანს, რომ მამაკაცს თავისი მცირეწლოვანი ბავშვი ხელში უჭირავს და ცდილობს, რომ დაახრჩოს, რასაც გამვლელების სწრაფი რეაგირება მოჰყვა და ბავშვი გადაარჩინეს.

    ასევე გამოძახებული იქნა პოლიცია. რუმინელი მამაკაცი ომონიის განყოფილებაში გადაიყვანეს, ბავშვები კი, დედასთან ერთად რუმინეთში გაემგზავრნენ.

    აღნიშნულის შემდეგ გაირკვა, რომ მოძალადის 34 წლის მეუღლეს პოლიციაში საჩივარიც ჰქონდა შეტანილი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით.

    წყარო: georgians.gr

    იხილეთ ვიდეო: