სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხვალ სურბსარქისია - როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ მარილიანი კვერი, რომ საბედო დაგვესიზმროს

    ხვალ სურბსარქისია - როგორ მოვამზადოთ და მივირთვათ მარილიანი კვერი, რომ საბედო დაგვესიზმროს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთხელ მაინც ყველას სმენია სურბსარქისის შესახებ. სურბ სარქისი (ანუ წმინდა სარქისი) რომის არმიის მხედართმთავარი იყო. იგი ადრექრისტიანული მეომარ-წამებული, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანია. წმინდა სარქისი შეყვარებულთა მფარველად ითვლება. მისი სახელობის დღე სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულია. საქართველოში მცხოვრები წარმოშობით სომხები დღემდე აღნიშნავენ წმინდა სარქისის დღეს.

    სომხური თქმულებების თანახმად, წინა მარხვის ბოლო ღამეს (თებერვალში) წმინდა სარქისი თავის მიჯნურთან ერთად ყოველი სომეხის სახლს სტუმრობს. მისთვის სახლის სახურავებზე ან კარებში ალაგებენ მოხალული ხორბლის ფქვილის ფოხინდს
    ან ხორბლის ფაფას. დილით ფქვილზე ან ფაფაში აღმოჩენილი წმინდა სარქისის ცხენის კვალი ბედნიერების ნიშნად ითვლება. სარქისი საჩუქრებსა და გამასპინძლებას აგროვებს, ამასთანავე, გოგონებისა და ყმაწვილებისათვის წინასწარმეტყველური სიზმრები მოაქვს, მათ მომავალი მეუღლეები ესიზმრებათ.

    ნახევრად წარმართული რწმენით, თუკი წმინდა სარქისის დღის წინა ღამეს ახალგაზრდა მარილიან კვერს შეჭამს და წყალს არ დააყოლებს, სიზმარში საბედოს იხილავს. გადმოცემის თანახმად, თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, ცუდია, რადგან ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვერცხლის ჭურჭლით – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, დღეისათვის ქალები უფრო აქტიურობენ და მარილიან კვერებს მიირთმევენ საბედოს დასიზმრების იმედით.