სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი... სადაც უნდა იყო, ყოველთვის ჩემს გულში იქნები..." - ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა

    "ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი... სადაც უნდა იყო, ყოველთვის ჩემს გულში იქნები..." - ავარიას 20 წლის ბიჭი ემსხვერპლა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის გიგა გაბუნია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა აბაშაში, სოფელ გეზათი-გულუხეთის გზაზე მოხდა, გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრი იყო.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

    მანქანაში მეგობრები ისხდნენ, 2 პირი გადარჩა.

    გარდაცვლილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

    "გიგა გაბუნია, ეს სახელი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მანძილზე დასამახსოვრებელი. გიგა ჩემო ძმაო, ჩემო თანაგუნდელო, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი გიკავია და ასე იქნება ყოველთვის. მახსოვს როდესაც გუნდში მოხვედი პირველად, მე და შენ გავუგეთ ერთმანეთს ყველაზე კარგად. იმ წამიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ძმაკაცობა და სიყვარული. მე დავკარგე ჩემი ძმა, ადამიანი, რომელიც მოედანზე და მოედნის გარეთაც დიდი პატივისცემით და სიყვარულით გამოირჩეოდი. შენ ასეთ დასასრულს არ იმსახურებდი და ვერც წარმომედგინა მსგავსი რამ. ღმერთმა ნათელში გამყოფოს. სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ჩემს გულში იქნები! მიყვარხარ და მეყვარები! ყოველთვის ჩემი დიდი ძმა იქნები და ეს ასე იქნება ყოველთვის! მოგვენატრები!", - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.

    უბედური შემთხვევა ორი დღის წინ, ღამის სამ საათზე მოხდა.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.