სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ტაძარში სტიქაროსანი დაჭრეს – სასულიერო პირმა დაჭრილი კლინიკამდე არ მიიყვანა და გზაზე დატოვა

    ტაძარში სტიქაროსანი დაჭრეს – სასულიერო პირმა დაჭრილი კლინიკამდე არ მიიყვანა და გზაზე დატოვა
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აცანის მონასტერში მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტაა. როგორც ჩანს, საშობაო ტრაპეზი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის განეიტრალებას კი მონასტირს მღვდელი ცდილობდა.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილი კაცი საკუთარი მანქანით მამაომ ლანჩხუთის კლინიკამდეე მიიყვანა. მაგრამ საავადმყოფოში აღარ შეიყვანა და გზაზე დატოვა.

    “რომ შემოვიდა იყო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. შეიყვანეს საოპერაციოაში. ოპერაციაზე აღმოჩნდა დაზიანებული ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთალინობა დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა”,
    - ამბობს “ავერსის კლინიკის” კლინიკური მენეჯერი, დავით დარახველიძე.

    შეგახსნებეთ, რომ დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა. მან დანაშაულიც აღიარა, თუმცა მამაო, რომელმაც მძიმე პაციენტი ბედის ანაბარა მიატოვაა, გამოკითხვზე არავის დაუბარებია.