მოქალაქე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაუმართავი ლიფტების პრობლემაზე წერს და თბილისის მერიას მოუწოდებს, ლიფტების განახლების საკითხით დაინტერესდეს.
"დღეს მე და ჩემს ძაღლს მოგვიწია ასეთ ლიფტიდან თავის დაღწევა და ცოცხლები თუ დავრჩებოდით ესეც არ ვიცოდი..”ლიფტიორებმა “ “სამუშაო საათი მორჩა და ვერ მოვალთო”, ანუ დილამდე მანდ უნდა დავრჩენილიყავით.. თბილისის მერია, ამ დროს რას ფიქრობთ? გულრწფელად მაინტერესებს. რამდენი მოქალაქე უნდა მოგიკვდეს, რომ სერიოზულად მოეკიდოთ ლიფტების განახლების საკითხს?!", - წერს მოქალაქე.