სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არიან ხვიჩას საუკეთესო მეგობრები ნეაპოლში? - ადგილობრივი გამოცემის სტატია ქართველზე

    ვინ არიან ხვიჩას საუკეთესო მეგობრები ნეაპოლში? - ადგილობრივი გამოცემის სტატია ქართველზე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნეაპოლურმა ვებგვერდმა Napolipiu-მ იტალიური გუნდის ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა სადაც ის ორი მოთამაშე დაასახელა, ვისთანაც ხვიჩას ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს.

    "ოსიმენი? ის საქართველოში ყველას უყვარს და ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ჩვენს ქვეყანას ესტუმრება. ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი ფანტასტიკური საყურებელია თუნდაც მხედველობაში ჩემპიონთა ლიგა გქვონდეს. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, ნაპოლიმ აჩვენა, რომ ქვეყნის შიგნით არანაირი კონკურენტი არ ჰყავს.

    ხვიჩას საუკეთესო მეგობრები? - ჩემი ინფორმაციით, კვარა ყველაზე მეტად ოსიმენთან და ელმასთან მეგობრობს, მათთან ხვიჩას ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს
    ", - აღნიშნა გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტმა კახა დგებუაძემ.