სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყველას ჰგონია, რომ ხმაურიანი, ხმამაღალი ხარ, არადა...", - როგორ მიულოცა პეტრე კოლმხა ფარულავას დაბადების დღე?

    "ყველას ჰგონია, რომ ხმაურიანი, ხმამაღალი ხარ, არადა...", - როგორ მიულოცა პეტრე კოლმხა ფარულავას დაბადების დღე?
    1 წლის და 11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ია ფარულავას დაბადების დღეს ვრცელი ტექსტით ულოცავს:

    "მე ვიცი შენი გული, შენი ფარული და უამრავი სიკეთე ვიცი…

    ყველას ჰგონია, რომ ხმაურიანი, ხმამაღალი ხარ, არადა, ძალიან ხმადაბლა, ძალიან ჩუმად აკეთებ ისეთ მაგარ ამბებს, ბევრმა მინდა გაიგოს, მინდა ბევრმა იცოდეს…
    ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც სასიამოვნოდ მაოცებს…

    ისეთი ქრისტიანული, ჰუმანური თვისებები გაქვს, ძალიან ბევრს,ბევრი წელი და კიდევ უფრო მეტი მონდომება სჭირდება, იგივე სიმაღლეს მიაღწიოს…
    სულ დადებით და თბილ ემოციებს უკავშირდები…

    სულ ვფიქრობ, რომელი ფილმის, ან წიგნის პერსონაჟი ხარ, მაგრამ საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდი… ამითაც საინტერესოა შენი პიროვნება, რადგან ყველაზე მეტად შენს თავს გავხარ…

    ყველა თანხმდება იმაზე, რომ ლამაზი ქალი გქვია, მაგრამ გარეგნული ნიშანი მარტო არ არის შენი ძლიერი მხარე… უმთავრესი შენი ჰუმანიზმია, ის სავიზიტო ბარათი, რომლითაც ყველას კარს აღებ და შენს კუთვნილ ადგილს იმკვიდრებ…

    მართალია, შინდლერის სიაში ვერ ამოგიკითხე, მაგრამ მეგობრობის და ადამიანობის სიით ერთ-ერთი პირველი ხარ!..

    იმ ადამიანებს ვულოცავ შენს დაბადებას, ვისთვისაც დღესასწაული ხარ… შენ კი, ამდენი ადამიანის გულის დაპყრობას გილოცავ… ეს ყველაზე რთული, თითქმის შეუძლებელი ამბავია!…

    ღრუბლიან ამინდშიც იკაშკაშე!
    ", - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

    "ყველას ჰგონია, რომ ხმაურიანი, ხმამაღალი ხარ, არადა...", - როგორ მიულოცა პეტრე კოლმხა ფარულავას დაბადების დღე?


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ