სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე

    "კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

    "კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით: ეკვილიბრიუმი, რომელმაც 1500 სოფელი მოიარა, აახლებს რეგიონული ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას. წინ 500 ბიბლიოთეკა" - წერს კეკელიძე.

    შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძე ოზურგეთშია დაბადებული. ბიბლიოთეკის დირექტორობის გარდა ის გახლავთ პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი. ასევე კეკელიძე გახლავთ ელექტრონული ბიბლიოთეკის lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

    მისი ინიციატივით იქნა შემოღებული წიგნის ჩუქების დღე საქართველოში - 23 აპრილი.