სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ყველაზე ცნობილი მოდელის აქამდე უცნობი პირადი ცხოვრება - თაკო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ

    ყველაზე ცნობილი მოდელის აქამდე უცნობი პირადი ცხოვრება - თაკო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი მოდელი თაკო ჩხეიძე ამავდროულად მრავალშვილიანი დედაა – მას სამი ვაჟი ჰყავს. თაკო ხშირად ჩნდება სამთავრობო ღონისძიებებზეც, რადგან მისი მეუღლე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა.

    სწორედ მეუღლესთან ურთიერთობასა და გარეგნობასთან დაკავშირებულ თემებზე დაუსვეს მოდელს შეკითხვები სოციალურ ქსელში და მანაც გულწრფელად უპასუხა.

    თუ როგორია თაკოს დილის რუტინა და როგორ უვლის თავს, ამაზე თაკომ ასეთი პასუხი გასცა:

    – დილას ვიწყებ ერთი ჭიქა ცხელი წყლით. შხაპის მერე დილის რუტინა (სახის და ტანის მოვლა). მსუბუქი საუზმე. ვეცნობი დილის ამბებს. ხან ძალიან ადრე ვდგები, ხან – შედარებით გვიან, ასე რომ, ყველა დღე სხვადასხვანაირია. სამშაბათობით მე უფრო ადრე გავდივარ სახლიდან, ვიდრე ბავშვები, რადგან ეთერი მაქვს.

    ყველაზე ხშირი კითხვაა, სახის კანს როგორ ვუვლი. პირველ რიგში მადლობელი ვარ ჩემი გენეტიკის. მოვლა დავიწყე ადრეულ ასაკში (ყველაფერი ზომიერად). ვერიდები მზეს (ყოველთვის ვირუჯებოდი მზის დამცავით და გარკვეულ საათებში), ვსვამ ბევრ წყალს, ვიყენებ ჩემზე მორგებულ საცხებს, ნიღბებს, მიყვარს მეზოთერაპია და პილინგი. არასოდეს ვიძინებ მაკიაჟის მოშორების გარეშე (რაც არ უნდა დაღლილი ვიყო და გვიან მოვიდე სახლში).

    თუ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე თაკო პასუხობს: “რომ იყო ბედნიერი”.

    ასევე დაუსვეს შეკითხვები ოჯახთან დაკავშირებით. თუ როგორ ინარჩუნებს ბალანსს ქმართან ჩხუბის დროს და როგორ ზრდის თინეიჯერ ვაჟებს:

    – ასეთი კითხვა პირველად მივიღე… ჩვენ ძალიან იშვიათად ვჩხუბობთ. შეიძლება ითქვას, არც კი… მაგრამ ყველგან შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაცია. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ისეთ რამეს ნუ ვიტყვით, რომ მერე ჩვენი თავის შეგვრცხვეს.

    რაც შეეხება შვილებს… შვილებს უნდა მოვუსმინოთ და ვიმეგობროთ მათთან. ეს აუცილებელია.

    წყარო: mshoblebi.ge