სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გაეხვა სკანდალში? - მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის კომენტარი

    ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რატომ გაეხვა სკანდალში? - მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის კომენტარი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მე­გა­შოუ "ვო­ი­სის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, 21 წლის ირუ ხე­ჩა­ნო­ვი გახ­და.

    მან ხმების 22.8% მიიღო.

    ის 2023 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს ის წა­რად­გენს.

    ირუ ხე­ჩა­ნო­ვის მენ­ტო­რი დათო ფორჩხი­ძე იყო.

    ახალგაზრდა მომღერალი წლე­ბის წინ, სა­ბავ­შვო ჯგუფ "ქენ­დის" წევ­რი იყო.

    აღნიშნულმა ჯგუფმა 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა.

    კონ­კურ­სამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ირუ ხე­ჩა­ნო­ვი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა.

    ის ამის შესახებ კომენტარს აკეთებს.

    "2016 წლი­დან კონ­კურ­სის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია. მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და "ვო­ის­ში" მოს­ვლი­სას, მინ­დო­და ოთხი­ვე მენ­ტო­რი შე­მო­მეტ­რი­ა­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ სამი შე­მოტ­რი­ალ­და. ვფიქ­რობ, რომ დათო ფორჩხი­ძე­სა და მე ერ­თნა­ი­რად გვაქვს მიზ­ნე­ბი და­სა­ხუ­ლი. მე ამ პრო­ექ­ტში მო­ვე­დი მო­სა­გე­ბად.

    ვფიქ­რობ, რომ ანი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი კონ­კუ­რენ­ტი იყო რინ­გის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა და­თოს არ­ჩე­ვანს, რო­გორც თვი­თონ იძახ­და, გა­უ­ჭირ­და, არ უნდა გა­ჭირ­ვე­ბო­და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

    საკ­მა­ოდ გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, არ ვარ მო­რი­დე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და მგო­ნია, ისეთს აღ­ქმიქ­ვა­მენ, რო­გო­რიც ვარ. "ვო­ის­ში" მო­ვე­დი რო­გორც სა­ხე­ლი ირუ, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პერ­ფორ­მე­რი.

    სულ მე­უბ­ნე­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, წელს დაგ­ვით­მე, შენ ხომ უკვე ერთხელ მო­ი­გე "ევ­რო­ვი­ზია“. მე „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ წინ ვარ სხვა კონ­კურ­სან­ტებ­თან შე­და­რე­ბით. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და მა­ხა­რებს ეს მო­მენ­ტი. კი მინ­და, რომ გა­მოს­ცა­დონ სხვა მომ­ღერ­ლებ­მა, რა არის "ევ­რო­ვი­ზია", მაგ­რამ წელს არა", - ამბობს მომღერალი.