სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ამერიკამ ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი ჩამოაგდო

    ამერიკამ ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი ჩამოაგდო
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ატლანტის ოკეანის თავზე შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა ჩინეთის სათვალთვალო საჰაერო ბურთი შენიშნეს და ჩამოაგდეს. ბურთი ოკეანეში ჩავარდა.

    ჩინური საჰაერო ბურთის ჩამოგდების ბრძანება ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა.

    შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი სწორედ ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთის გამო გადადო.

    როგორც ცნობილია, ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს შემდეგი კვირის დასაწყისში აპირებდა და შეხვედრები დაგეგმილი ჰქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

    მანამდე ჩინეთი აცხადებდა, რომ ბუშტი მეტეოროლოგიური კვლევისთვის გამოიყენება და მან უამინდობის გამო მარშრუტს გადაუხვია.