რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით 75:12 დაამარცხა.
საქართველო-გერმანია 75:12
საქართველო: ლაშხი, ტაბუცაძე (3 ლ), მიქაუტაძე, ჯალაღონია, ცუცქირიძე (3ლ), ალანია, მატკავა (1ლ, 10გ)
გერმანია: ლამერი, სტელა (1ლ, 1გ)
გერმანიის ნაკრები ქართველი მორაგბეებისთვის კარგად ნაცნობი გუნდია. აქამდე მათთან ჩატარებული რვავე შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. მეტოქემ ჩვენს ნაკრებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაუწია – 1995 წელს საქართველომ „დინამო არენაზე“ 14:3 გაიმარჯვა, მას შემდეგ ქართველები სულ დიდი ანგარიშით ამარცხებდნენ მეტოქეს, 2010 წელს კი სერეკორდო სხვაობით – 77:3 მოუგეს. ბოლო შეხვედრა 2019 წელს ქუთაისში შედგა და მასპინძლთა გამარჯვებოით 52:3 დასრულდა.