კოსტა სანიკიძეს გულშემატკივრებმა საჩუქარი გაუკეთეს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს:
"ვუუუუუუუჰჰჰჰ,
ძალიან დიდი და მაგარი საჩუქარი გამიკეთეს გულშემატკივრებმა და ეკიპაჟის წევრებმა, არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვებიც არ მყოფნის, მე თქვენ მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი, ვინც ამაში წვლილი შეიტანა, მართლა არ ვიცი რატომ დავიმსახურე ამხელა სიყვარული თქვენგან, მაგრამ ის რაც ძალიან დიდი ხანი მინდოდა, ვაპირებდი და ვგეგმავდი თქვენი დამსახურებით ძალიან მალე მოვა სისრულეში. მადლობა თქვენ!!! და იცოდეთ "მთვრალი ხომალდი" - ის ისტორიის ნაწილი ხართ.
ბევრი მაგარი რამ გველოდება წინ, უზომოდ გამახარეთ თქვენ!", - წერს სანიკიძე სოციალურ ქსელში.