სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსებმა საომრად პატიმარი ქალების გამოყენება დაიწყეს - რას იტყობინება უკრაინის გენშტაბი

    რუსებმა საომრად პატიმარი ქალების გამოყენება დაიწყეს - რას იტყობინება უკრაინის გენშტაბი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთი საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არვცელებს.

    მათივე მტკიცებით, ამ კვირაში, დონეცკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან 50-მდე ქალი წაიყვანეს გამოსასწორებელი კოლონიიდან.

    "ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს ქალების ციხიდან, რომელიც დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ქალაქ სნეჟნოეში მდებარეობს.

    ასევე ცნობილია, რომ მომზადების გასავლელად ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან გაგზავნილები
    ", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.