სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზვავს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ზვავს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილ ზვავს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

    სხვადასხვა კურორტებზე ბოლო ორ დღეში დაღუპულთა შორის არიან ტურისტები ახალი ზელანდიიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან.

    ავსტრიის ხელისუფლებამ მაღალმთიან რაიონებში ქარისა და უხვი ნალექის გამო ზვავსაშიშროების საფრთხე გამოაცხადა. მიუხედავად გაფრთხილებისა, ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე უამრავი ადამიანი იმყოფება, რადგან ამ პერიოდში სკოლებში ზამთრის არდადეგებია.

    ავსტრიის პოლიციის მიერ გავრცელებული ცნობით, უქმე დღეებში ტიროლის რეგიონში ხუთი ადამიანი დაიღუპა.

    როგორც „ბიბისი“ წერს, მხოლოდ შაბათს ტიროლში ზვავი 30-ჯერ ჩამოწვა. 11 შემთხვევაში ზვავში მოჰყვნენ ადამიანები.

    ადგილობრივი ხელისუფლება მოთხილამურეებს მოუწოდებს, მოერიდონ სათხილამურო ტრასების მიღმა გასვლას.