გადაცემა “პრაიმ-შოუში” ექსკლუზიურად ჰყავდათ სტუმრად გია სურამელაშვილს ვაჟი ნუგო, რომელმაც მამაზე ისაუბრა და რამდენიმე დეტალიც გაიხსენა ბავშვობიდან.
გია სურამელაშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეუღლემ მაია კვესელავამ გაშორების შემდეგ დაუტოვა.
როგორც გია ინტერვიუებში იხსენებს მკაცრი და მზრუნველი მამა იყო.
რაც შეეხება თავად ნუგო სურამელაშვილს, ის პოპულარობას ყოველთვის ერიდებოდა, ერთადერთხელ გამოჩნდა სახალხოდ და „პრაიმშოუს“ მისცა ინტერვიუ.
„ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. გია მკაცრი მამა იყო და მამა ალბათ ასეც უნდა იყოს შვილის მიმართ. ორი დღე ფულს არ მაძლევდა, როცა გაბრაზდებოდა. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ფილარმონიიდან მიპარავდნენ“ – ამბობდა სურამელაშვილი ინტერვიუში.