სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ნუგზარი ქურდი არაა... ის ნამდვილი ვაჟკაცია" - რატომ დააკავეს სურამელაშვილის ვაჟი?

    VIDEO: "ნუგზარი ქურდი არაა... ის ნამდვილი ვაჟკაცია" - რატომ დააკავეს სურამელაშვილის ვაჟი?
    1 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2021 წელს საფრანგეთში მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირების ფაქტზე ფრანგმა სამართალდამცავებმა გია სურამელაშვილის ვაჟი, ნუგზარ სურამელაშვილი დააკავეს. ის მალევე გაათავისუფლეს.

    დაკავებულის მამას, ცნობილ ქართველ მომღერალს, გია სურამელაშვილს, იმედი აქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მის ვაჟს გაამართლებს.

    ის ასევე, უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი ვაჟი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

    „ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადაც ჩემი შვილი შემთხვევით მოხვდა. იქ უბრალო ცემა-ტყეპა არ ყოფილა, ხალხი ხოცავდა ერთმანეთს.

    როგორც თვითმხილველი, სწორედ ამიტომ დააკავეს ჩემი შვილი, ორი დღე იჯდა ციხეში და უკვე თავდებით გამოუშვეს. 19 აპრილს არის ჩანიშნული მეორე სასამართლო პროცესი, იმედი მაქვს, გაამართლებენ, მაგრამ არის საშიშროება, რადგან ტელეფონზე მესიჯები მომდის, მწერენ, შენი ქურდი შვილიო.

    ნუგზარი ქურდი არაა, ის არის ქართველი ვაჟკაცი, „კაი ბიჭი“, რომელიც ლამაზად და კარგად ცხოვრობს“ – აცხადებს გია სურამელაშვილი.