სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" სტუმრობს, პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე, მოთელვისას, ვიქტორ ოსიმენის დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარს მოხვდა, ნიგერიელი კი ქომაგთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.
ჩემპიონატის ბომბარდირი ტაშით დააჯილდოვეს.