მუსიკოსი დავით არჩვაძე, ტყუპების, მარიამისა და გიორგის დაბადების დღეს აღნიშნავს.
„ამაზე დიდი საჩუქარი მართლა არ არსებობს ცხოვრებაში, როგორც 7 წლის წინ დაგვაჯილდოვა უფალმა ამ 2 ანგელოზით. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული, გვრიტებო, გიორგი და მარიამ არჩვაძეებო" - წერს მომღერალი.
დავით არჩვაძეს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, თამარი ჰყავს. მეორედ კი მუსიკოსმა ეთუნა ფარეხელაშვილზე იქორწინა. წყვილს სამი შვილი შეეძინა.