სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვუსმენდით ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს და თითებზე ვითვლიდით ყველა სიმპტომს"

    "ვუსმენდით ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს და თითებზე ვითვლიდით ყველა სიმპტომს"
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    NEW LIFE-ის დამფუძნებელმა, მარიამ კეკუნაშვილმა, ნეკა დოროყაშვილზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

    "ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახიდან დამირეკეს კიდევ, ნიკა ბიძაშვილია და ნეკას მხარდამჭერი პოსტი დაგიწერიაო.

    დაავიწყდათ ალბათ, საკუთარი ბიძაშვილი რომ მივაბძანებინე პოლიციას ქალზე ძალადობის გამო. ჩემი ბიძაშვილის შვილები კი დღემდე ჩემი გულისტკივილია, ორი ულამაზესი გოგონა, რომლებიც ძალიან დალეწილები არიან და ხან დეპრესიაში არიან და ხან სუიციდალური ფიქრები აწუხებთ...

    ბავშვები თავად ხდებიან ის, რაც მამაში არ მოწონთ: არარსებულნი, ემოციურად…

    ვუსმენდით ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს გუშინ მე და ჩემი მეგობრები და თითებზე ვითვლიდით ყველა სიმპტომს რადგან ისინი ჩვენც გამოვიარეთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ნეკამ ყველაფერი ერთი ერთში აღწერა… რა ზუსტად ყვებაო , ვიძახდით. ზოგი მეგობარი იმას იხსენებდა, ყოფილი ქმარი დანას ყელში როგორ აბჯენდა ან მე 11 სართულის რაფიდან როგორ გადმოკიდებდა ხოლმე გადმოგდების მუქარით, ზოგი ღალატს იხსენებდა, ზოგი ტყუილებს…ბოლოს ყველას იმას გვაჯერებდნენ, რომ გიჟები ჩვენ ვიყავით და სამკურნალო…

    მერე ის ისტორია გავიხსენეთ მე და ჩემს მეგობარს შეყვარებულები რომ გვყავდა და ბოლოს რომ აღმოჩნდა, რომ იმათ პარალელურად სულ ჰქონდათ სხვა ურთიერთობაც.

    ჩემს დაქალთან მეორე ქალმა რომ დარეკა და იკითხა, მარიამმა თუ იცის რომ ქორწილი ჩამიშალაო, მე მაშინ გავიგე…ასე ხდება საქართველოში, მასიურად, იმიტომ რომ ქართველი კაცი( მათი დიდი უმრავლესობა) ბუნებით ავადმყოფი, პერვერტი კაცია და არც ქალისადმი გრძნობს რაიმე პასუხისმგებლობას და არც შვილისადმი.

    ქართველი კაცი უდაბნოა ემოციურად, მუდმივი შვილი. ერთიდაიმავე და მერე ოღონდ სადმე რამით გაიყუჩონ ეს მოწყენილობა..გაუწყლოვანება დაგემართება მათი პასიურობით, ცხოვრებისადმი არა შემოქმედებითი დამოკიდებულებით, მნიშვნელოვან ურთიერთობებში ემოციური ინვესტირების უუნარობით ძალადობას თუ გადაურჩი გაუწყლოვანება შუქს ჩაგიქრობს თვალებში. ამ საზოგადოებაში შვილების გაზრდა საშიშია",
    - წერს მარიამ კეკუნაშვილი.