სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორი ამინდებია მოსალოდნელი - უახლესი პროგნოზი

    როგორი ამინდებია მოსალოდნელი - უახლესი პროგნოზი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში 8 თებერვლამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

    ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.