სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ექიმების განმარტებები - საშიშია თუ არა სველი თმით ქუჩაში გასვლა

    ექიმების განმარტებები - საშიშია თუ არა სველი თმით ქუჩაში გასვლა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    არსებობს მოსაზრება, რომ სველი თმით გარეთ, სიცივეში გასვლა აკრძალულია, რადგან ამის გამო შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვექმნას. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამის შესახებ ექიმები.

    რეზო ომიაძე: - თუ დილით, ადრე სველი თმით გარეთ გადიხართ, შეგიძლიათ, მშობლები დაამშვიდოთ. იმიტომ, რომ ამ დროს თქვენ არ დაგემართებათ არც ფილტვების ანთება, არც მენინგიტი და არც გაცივდებით.

    ლევან რატიანი: - მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცემინება, ფილტვების ანთება, მენინგიტი და ა.შ ამ შემთხვევაში გამომწვევი მხოლოდ და მხოლოდ არის მიკროორგანიზმი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ვირუსით, ბაქტერიით, ისე სოკოთი.

    ლევან ქარაზანაშვილი: - რატომ ხდება ხოლმე, ზამთარში უფრო მეტად ცივდება ადამიანი. შესაბამისად, უფრო კარგი გარემო პირობა იქმნება იმისთვის, რომ ცივა და დაბალი ტემპერატურაა. რინოვირუსები აქტიურდებიან და ჩვენი იმუნური სისტემაც ზამთარში ბევრად დაბალია, დ ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს გვცივა, ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ შესაძლოა გაცივდეთ. ბებიებსაც უნდა დავუჯეროთ, ხომ შეგციებიათ, სველი თმით რომ გადიხართ, ეს თავისთავად იმუნიტეტს დაგიქვეითებს და ვირუსებიც უფრო გააქტიურდებიან.