სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩუმი ხმით მწყევლიან... შენს შვილიშვილებს გადაწვდებაო" - ნინო ნადირაძე

    "ჩუმი ხმით მწყევლიან... შენს შვილიშვილებს გადაწვდებაო" - ნინო ნადირაძე
    1 წლის და 11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნონო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი სასამართლო პროცესის დაწყებამდე მომხდარ ამბავს იხსენებს.

    „ერთი სასაცილო მომენტი იყო. როდესაც სასამართლოზე მივდიოდი, საბადრაგოს ბიჭებმა, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ, 9 თვეა ერთად ვართ, მითხრეს, ხომ არ გეშინიათ, გამოგვყვებითო... მე არასდროს არაფრის მეშინია, მართლაც, მშვიდობიანად გავიარე და ზუსტად იმ ქალბატონების სკამზე ჩამოვჯექი, სადაც ისინი ისხდნენ. მათ არჩევანს, გულისტკივილს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მთელი გულით უყვართ მიხეილ სააკაშვილი, უთანაგრძნობენ. როგორ არ დავუფასო, 9 თვეა, კლინიკაში ცხოვრობენ. წარმოგიდგენიათ? ასე ვინმე გიყვარდეს, რომ მის გამო, დილიდან დაღამებამდე კლინიკის ფოიეში ცხობრობდე.

    ჩუმი ხმით მწყევლიან, შენს შვილიშვილებს გადაწვდებაო... ტელევიზიები შემოიჯარნენ, ელოდებიან რომ სეირი დაიწყება. მე მათ ვთხოვე, ეს მოწმეებზე ზეწოლა გამოდის და რომ არ გაგაძევონ, დაელოდეთ სასამართლოს და მერე გავარძელოთ ჩემი წყევლა თქო.

    ამ დროს მომდის სმს... ერთი მოდის და უკან დამიდგა, ჰგონიათ, რომ ვიღაცის კარნახი მჭირდება. საკმაო ერუდიცია მაქვს, საკმაოდ ენამოსწრებული ვარ და არავის კარნახი მჭირდება, მით უმეტეს, იმ პროცესებზე, რომლებიც ჩემს თვალწინ მიმდინარეობს და არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს, ყველაფერი კარგად ვიცი. უყურებს ტელეფონში, რა მესიჯი მომივიდა. ამ დროს, რაღაც კაბა ჩამიგდეს, თუ მოგწონსო. მე არავის კარნახი მჭირდება.“ - იხსენებს ნინო ნადირაძე


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ