სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქარბუქი, ძლიერი თოვა და შტორმი ზღვაზე - უახლესი ამინდის პროგნოზი

    ქარბუქი, ძლიერი თოვა და შტორმი ზღვაზე - უახლესი ამინდის პროგნოზი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

    ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.