სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სიკვდილს ჩავხედე თვალებში..." - რა ხდებოდა ბათუმში დილის 5 საათზე

    "სიკვდილს ჩავხედე თვალებში..." - რა ხდებოდა ბათუმში დილის 5 საათზე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამ დროის მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 504 ადამიანი დაიღუპა. ათასობით დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება.

    7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კახრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც, კერძოდ კი ბათუმში.

    „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ადგილობრივი დეტალებს იხსენებს.

    დილის 5 საათი არ იყო ჯერ კიდევ, რყევები რომ დაიწყო. 10 წუთის განმავლობაში 3-ჯერ გამეორდა. მთელი კედლები ზანზარებდა, ახლაც ყურებში ჩამესმის ხმა. მე-13 სართულზე ვიმყოფებოდი მე. საზღავრგარეთაც ვარ ნამყოფი, საბერძნეთშიც იყო ძლიერი მიწისძვრები, მაგრამ მსგავსს არაფერს შევსწრებივარ. ეს იყო საშინელება, მთელი 1 საათი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ფეხები მიკანკალებდა.

    ხალხი ბინებიდან გამორბოდა, მანქანებში სხდებოდნენ ბავშვებით, გარბოდნენ. თანამშრომლები მეძახდნენ, რომ გავსულიყავი, მაგრამ ფეხზე ადგომა არ შემეძლო. სიკვდილს ჩავხედე თვალებში, ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი, ვეღარ ვნახავდი შვილს, ვერავის... გახსენებაც არ მინდა. ბიძგებმა იცის გამეორებაო და ყველას გვეშინია...
    “ - ამბობს მაკა სალაძე.

    წყარო: primetime.ge