სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა" - საქართველოს პატრიარქის წერილი თურქეთს

    "მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა" - საქართველოს პატრიარქის წერილი თურქეთს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში ძლიერ მიწისვრას ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

    პატრიაქრი დიდ მწუხარებას გამოხატავს თურქეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვეყნებს სამძიმრის წერილს:

    „მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანსთქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას.ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ. ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“