სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში" - რა შეემთხვა თურქეთში მცირეწლოვანს?

    "ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში" - რა შეემთხვა თურქეთში მცირეწლოვანს?
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტმა, დათო ლიკლიკაძემ, თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    "ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში. ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, სრულიად უვნებელი. მამამისი ასე, მოკლე მკლავიანი მაისურით მთელი დღე იდგა თოვლსა და ქარბუქში და ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.

    ახლა მამას მყარად უჭირავს შვილის ხელი. მაინც ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა", - წერს ლიკლიკაძე.

    შეგახსენებთ, რომ პატარა ზეჰრა, რომელსაც ყინვასა და თოვლში, 7 საათზე მეტხანს ელოდა მამა, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.