სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ უჩივის ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ ბასილაშვილს

    რატომ უჩივის ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ ბასილაშვილს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი უჩივის. გავრცელებული ცნობით, ეს პიროვნება - ირაკლი კაჭარავაა.

    ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაჭარავას ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იგი კომპანია "შპს ზენას" 100-პროცენტიანი წილის მფლობელია.

    კაჭარავა უცხოეთში სხვადასხვა ბიზნესს ფლობს. როგორც მისი ადვოკატი მარიკა არევაძე "კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, მხარეებს შორის მოლაპარაკებისკონფიდენციალურ დეტალებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი კაჭარავა ამტკიცებს, რომ ბასილაშვილს მისთვის ფულადი პრიზებიდან რაღაც გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა, თუმცა კონტრაქტი დაარღვია.