სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სამწუხარო ინფორმაცია - თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა

    სამწუხარო ინფორმაცია - თურქეთში მიწისძვრას კიდევ ერთი ქართველი შეეწირა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.

    ინფორმაციასსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    "თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

    საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.

    საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.