სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქარბუქი, ძლიერი თოვა და შტორმი ზღვაზე - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

    ქარბუქი, ძლიერი თოვა და შტორმი ზღვაზე - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
    1 წლის და 11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან – აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

    ასევე, სინოპტიკოსების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ