სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თურქეთსა და სირიაში გლოვის ზარია - დაღუპულთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში გლოვის ზარია - დაღუპულთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    ბოლო მონაცემებით, თურქეთში, მიწისძვრას, სულ მცირე, 1 651 ადამიანი ემსხვერპლა, 11 119 – დაშავდა.

    სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 050-ს მიაღწია, დაშავდა – 2 453.

    თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.