მეტრო “სამგორთან” ქვეითს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე დაიღუპა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ვიდეოს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
"❗️ თბილისი - მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორია, გზაზე გადასვლის დროს ქვეითს ავტომობილი დაეჯახა ❗️ ის ადგილზე დაიღუპა❗️
სამწუხაროდ ქვეითები დღეს არ გადადიან შუქნიშანზე და ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს, რითაც საკუთარ თავს და სხვას უქმნიან საფრთხეს❗️ გადადით მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელზე ❗️
ასევე მალე დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე რაც მოიცავს ჯარიმების გაზრდას ქვეითებისთვის რომლებიც საავტომობილო გზას არასწორ ადგილას კვეთენ❗️
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia" - წერია პოსტში.