სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები "გრემის" დაჯილდოებაზე?

    როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები "გრემის" დაჯილდოებაზე?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 64-ე ცერემონია გაიმართა.

    წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა.

    ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

    როგორც ცნობილია, "გრემის“ ნომინაციებში, ოლივია როდრიგომ, დუეტმა Silk Sonic-მა და ჯაზ-მუსიკოსმა ჯონ ბატისტმა გაიმარჯვეს.

    ბატისტის ჩანაწერმა „We are”, წლის ალბომის ჯილდო მიიღო, ხოლო ოლივია როდრიგო, საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო პოპ ალბომის ჯილდოს მფლობელი გახდა. რაც შეეხება Silk Sonic-ს, ჩანაწერმა ,,Leave the door open”, როგორც წლის ჩანაწერის ჯილდო, ასევე წლის სიმღერის პრიზები მოიპოვა.

    დაჯილდოების გარდა, ცერემონიაზე Foo fighters-ის წევრ ტეილორ ჰოკინსს პატივი მიაგეს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.

    ამასთან, „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, დამსწრე საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მან, მუსიკოსებს სოციალურ ქსელებში, ომის შესახებ სიმართლის თქმისკენ მოუწოდა.

    როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები "გრემის" დაჯილდოებაზე?