სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "შევიტყვე, რომ ჩემს დას ვერ უკავშირდებოდნენ... ის მიწისძვრის ეპიცენტრში იყო..." - რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე

    VIDEO: "შევიტყვე, რომ ჩემს დას ვერ უკავშირდებოდნენ... ის მიწისძვრის ეპიცენტრში იყო..." - რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთში, მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფი დის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ათანელი ემოციურ პოსტს წერს და ადგილზე გადაღებულ, სულისშემძვრელ კადრებს აქვეყნებს.

    „თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დღეს საშინელი დღე მქონდა... დილით დის შვილმა დამირეკა ბათუმიდან და მისგან შევიტყვე ეს საშინელი ამბავი და რომ ჩემს დას, ირინას ვერ უკავშირდებოდნენ, რომელიც სწორედ მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როდესაც ლოდინი, რომ გამეგო დის ამბავი - საათობით გაგრძელდა.

    მერე მომეშვა შიში, როდესაც დისგან შეტყობინება მივიღე - „გადავრჩით“ და თქვენ წარმოიდგინეთ არ მიფიქრია, რომ ის ისეთი საშინელი სიტუაციიდან გადარჩა, როგორიც ამ, მისივე გადაღებულ ვიდეოზეა აღბეჭდილი და რომელიც ეს წუთებია მივიღე... თავიდან დამეწყო ნერვიულობა, რომ ის მეტად სასიკვდილო სიტუაციაში ყოფილა...
    ღმერთო, მადლობა, ამ სიხარულისთვის რასაც ახლა ვაცნობიერებ რომ და გადამირჩა!... მოვკვდებოდი ნამდვილად... ვიდეო ჩემი დის, ირინას გადაღებულია“ - წერს ქეთი ათანელი და კადრებს აქვეყნებს.