სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ლიზა იასკო საქართველოს დროშას სისხლიანს უწოდებს - "საქართველო, შენ წამართვი სააკაშვილი“

    ლიზა იასკო საქართველოს დროშას სისხლიანს უწოდებს - "საქართველო, შენ წამართვი სააკაშვილი“
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველომ მას ახლო ადამიანი წაართვა.

    "ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი ... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია.

    საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ?

    მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა . ეს არ არის შენთვის საკმარისი? ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დღეს უარი განაცხადა"
    - დაწერა ლიზა იასკომ.

    შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    გადაწყვეტილებას სააკაშვილის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ წყვეტენ საპარლამენტო მუშაობას. პარტია დღეს 17:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან გამართავს აქციას.