სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე" - ქუთაისელი აბიტურიენტის ემოციური ბებო

    "ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე" - ქუთაისელი აბიტურიენტის ემოციური ბებო
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ქალაქ ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

    გამოცდებს აბიტურიენტები 1-ელ, ფიზიკა-მათემატიკის 41-ე და მე-17 საჯარო სკოლების შენობებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში აბარებენ.

    შვილიშვილის საგულშემატკივროდ მისულმა ბებიამ თავისი მოლოდინები და განწყობები EDU.ARIS.GE-ის გაუზიარა"

    "ბედნიერი ვარ, ჩემი შვილიშვილი დღეს თუ ხვალ სტუდენტი გახდება. მჯერა მისი, იმედებს გაგვიმართლებს. ვუთხარი, არ იჩქაროს, დაუკვირდეს. ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე". - ამბობს მზია კიკალიშვილი.