სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბადრი ესებუა დააკავეს

    ბადრი ესებუა დააკავეს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბადრი ესებუა დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

    შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.