სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ესებუა იმალებოდა

    ვის ეკუთვნის სახლი, სადაც ესებუა იმალებოდა
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მძარცველი ბადრი ესებუა დააკავეს, სავარაუდოდ, ის ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

    სახლი სოფელ ჯიხაშკარში მდებარეობს და ადგილობრივი მცხოვრებელ, ომიანე ჯიქიას ეკუთვნის.

    "პრაიმტაიმის" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ომიანე ჯიქიას ქალიშვილო ოკუპირებულ გაგიდაში იყო გათხოვილი და სწორედ იქ აფარებდა ბადრი ესებუა თავს ამ ხნის მანძილზე. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

    ჯიქიების სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი და მათი შუახნის შვილი ცხოვრობენ. ბადრი ესებუას დაკავება გამთენიისას მოხდა.

    შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

    გამოძიება მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    წყარო: primetime.ge