სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    "ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

    საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.